The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან გველესიანი

ლევან გველესიანი
დაბადების თარიღი:1931  (94 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1954 წელს.

1954 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა განაწილების ადგილზე, ქალაქ ყაზანის რკინიგზის მშენებლობაზე; 1956 წლიდან  საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო ხაშურის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საგზაო განყოფილებაში; 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენში", შემდეგ კი  - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ს/კ ინსტიტუტში, სადაც ნაგებობათა სეისმომედეგობის აღიარებული ქართული სკოლა გაიარა და ჩამოყალიბდა სერიოზულ მკვლევარ სპეციალისტად; 1968 წელს აირჩიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ხიდებისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების კათედრის დოცენტად; 1973 წელს დაინიშნა სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; 1976-1984წწ. იყო სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი; 1985-1998წწ. ხელმძღვანელობდა რკინაბეტონის კონსტრუქციების კათედრას; იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ერთი სახელმძრვანელოსა და ხუთი მეთოდური მითითების ავტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.138; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.93

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი
    ქართული ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: