შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გვენეტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დაბაძველი, ტყიბულის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო საწარმოთა მშენებლობის სპეციალობით 1951 წელს. 1951-1957წწ. მუშაობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში; 1957-1961წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტში - უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1961-1965წწ. მივლინებული იყო ეგვიპტის რესპუბლიკაში ასუანის მაღალი კაშხლის მშენებლობაზე უბნის უფროსად; 1965-1972წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენში" - სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1972-1980წწ. იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი; 1981-1991წწ. სათავეში ედგა "მთავართბილმშენის" N2 სახლსაშენი კომბინატის სამმართველოს; მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი სანატორიუმების (ბიჭვინთასა და წყალტუბოში), მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების (თბილისში) და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.138
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |