შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ გვენეტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში, დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი რკინიგზის მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს. 1961 წელს მუშაობა დაიწყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში", "ენგურჰესის" მშენებლობაზე სამთო-ოსტატად; მუშაობდა კაშხლისათვის ენგურის წყლის შემოსავლები გვირაბის მშენებლობაზე; 1961-1971წწ. მუშაობდა "ენგურჰესის" ძალოვანი კვანძის მშენებლობის სამმართველოს უბნის უფროსად, სადერევაციო გვირაბის, დამუშავებული წყლის გადამყვანი გვირაბის წყლის შემოსასწორებელი შახტის მშენებლობაზე; 1971-1973წწ. მივლინებული იყო კუბის სახალხო რესპუბლიკაში მთავარ სპეციალისტდ, მთავარი ინჟინრის მრჩევლად; მის მიერ დამზადებული მცოცავი ყალიბის მეშვეობით კაშხლის სხეულში აიგო რკინაბეტონის 80,0 მ. სიმაღლის ნაგებობა-კოშკი; 1974-1977წწ. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის", "ჟინვალჰესის" მშენებლობის N2 და N3 შახტის უფროსად, სადაც მისი მონაწილეობით, მეცნიერთა ჯგუფთან ერთად, დანერგილ იქნა, პირველად საქართველოში, საცდელი გვირაბგამყვანი ფარი პრესბეტონის ტექნოლოგიის საფუძველზე; 1977-1978წწ. იყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს "გვირაბხიდმშენინდუსტრიის" კომბინატის უფროსის მოადგილე; 1978 წლიდან ამავე სამინისტროს გვირაბმშენი რაზმის უფროსი, ხოლო 1986-1992წწ. ზუგდიდის რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის დირექტორი; 1992-2005წწ. მუშაობდა რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში, ქართულ-რუსული ერთობლივი სამშენებლო-სამონტაჟო საწარმო "კოლხა-ТДИ"-ს უფროსის მოადგილედ წარმოების დარგში; ეწეოდა მრავალპროფილიან სამშენებლო საქმიანობას; დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.139 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |