შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან გვენეტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ბაღდათი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1972 წელს, ხოლო 1983 წელს - თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1972-1974წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კათედრის ასისტენტად; 1974-1978წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერომენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") უფროს ინჟინრად; 1978-1981წწ. მივლინებით იმყოფებოდა ვიეტნამის რესპუბლიკაში საცხოვრებელი კომპლექსისა და ჰიდროელექტროსადგურის მშენელობაზე - მთავარ ინჟინრად; მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ მუშაობდა თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი"); 1983-1992წწ. საქართველოს კომპატისს ცკ საქმეთა მმართველობის ინსტრუქტორი მშენებლობის განხრით; 1992-1997წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში: "დიპსერვისის" მთავარ ინჟინრად; 1997-2005წწ. იყო თბილისის მერიის სამმართველო "დიპლომატის" მთავარი ინჟინერი; 2002-2003წწ. სამშენებლო კომპანია სს "ქართუ ჯგუფის" "ინტესერვისის" დირექტორი; 2002-2005წწ. ავსტრია-საქართველოს ერთობლივი კომპანიის საბურთალოს საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დირექტორი; 2003-2008წწ. სამშენებლო კომპანია "აქსისის" სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრი, უფროსი; 2008-2010წწ. სამშენებლო კომპანია "ბლოკ-ჯორჯიას" მთავარ ინჟინრი; 2010 წლიდან იყო სამშენებლო კომპანია "კონფიდენს გროუპის" დირექტორი; მისი მონაწილეობით აშენდა: საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა გაგარინის ქუჩაზე (ამჟამად "საქართველოს ბანკი"), ქ. თბილისის სატელევიზიო ანძა (275-მეტრიანი), საგამომცემლო კომპლექსი დიდუბეში, საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული დანიშნულების შენობები ვაკე-საბურთალოს რაიონში, სასტუმროს კომპლექსი და აზერბაიჯანის ნავთობკომპანია "სოკარის" საოფისე კომპლექსი თბილისში, საცხოვრებელი კომპლექსები ლტოლვილებისათვის ქალაქ გორში და ქ. თბილისში (ქავთარაძის ქუჩაზე), მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, საცხოვრებელი მასივი თავისი ინფრასტრუქტურით და საელჩოს შენობის რეკონსტრუქცია (ვიეტნამში); ურავის დარიშხანის ქარხანა, წყალმომარაგების კომპლექსი მდ. დესნაზე (უკრაინაში), დრამატული თეატრი ქ. მახაჩკალაში, ხუდონჰესის საცხოვრებელი კომპლექსი, ადმინისტრაციული შენობები საქართველოს რიგ რაიონებში, საქართველოს კპ ცკ-ის სამთავრობო კომპლექსი "ჩაიკა" მიუსერაში (გუდაუთის რაიონი). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.139-140 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |