The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სინო კალანდარიშვილი

ოფიციალური სახელი:სიმონ კალანდარიშვილი
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1916
გარდაცვ. თარიღი:1980  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნიგოითი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა ინდუსტრიული ტექნიკუმი 1934 წელს. სცენაზე პირველად გამოვიდა ამავე ტექნიკუმის დრამატულ წრეში. 1938 წელს დაამთავრა მარჯანიშვილის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია.

1938 წელს სოხუმის თეატრში დაიწყო მუშაობა მსახიობად; 1939 წელს გორის თეატრში გადავიდა მსახიობად; იმავე თეატრში სხვადასხვა დროს იყო დირექტორის მოადგილე (1944-1953), დირექტორი (1951-1955); 1954 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ფოთის თეატრის დირექტორი და მსახიობი. ძირითადად გმირულ როლებს ასრულებდა. ქართულ სცენაზე 100-მდე როლი განასახიერა, რომელთა შორის აღსანიშნავია: არჩილ ოთხმეზური, შამილი (ი. ვაკელის "შური", "შამილი"), არსენა (ა. ყაზბეგის "არსენა"), სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის "სამშობლო"), ოთარ ბეგი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ელიშუქი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ჯამლეთი (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ანდუყაფარი (გ. ერისთავის "გაყრა"), ჯემალი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), ჟელეზნოვი (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), გენერალი (ს. როკის "ინჟინერი სერგეევი"), კლოდი (დიუმას "მისი ცოლი"), ჰორტენზიო (შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ფილიპო (გ. გოლდონის "საპატარძლო აფიშით"), ოიდიპოსი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე") და სხვა. რეჟისორულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. დიდი წარმატება ხვდა წილად მის მიერ დადგმულ ი. ვაკელის "შამილს", ნ. დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს" და ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელს". იყო ფართო ინტერესებისა და შესაძლებლობების მქონე ხელოვანი. მსახიობურ და რეჟისორულ მოღვაწეობას უნარიანად უთავსებდა საზოგადოებრივ საქმიანობას. იყო ქართული თეატრისათვის თავდადებული, გულანთებული პატრიოტი და თვალსაჩინო ორგანიზატორი.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.5

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: