The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბუტია გამრეკელი

ოფიციალური სახელი:სიმონ გამრეკელი
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1906
გარდაცვ. თარიღი:1956  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. 

დაამთავრა ჭიათურის სამრეწველო ტექნიკუმი 1925 წელს; სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე.

მუშაობდა მსახიობად პროლეტკულტის წითელ და სანიტარული აგიტაციის თეატრებში. 1927-1930წწ. გადაღებულია კინოფილმებში: "მთის კანონი", "ახალგაზრდობა იმარჯვებს", "მთები ლაპარაკობენ", "ტყვარჩელი". 1931-1946წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წამყვანი მსახიობი და სადადგმო ნაწილის გამგე იყო, ხოლო 1946 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა სოხუმის ქართული დრამის თეატრში მსახიობად. მან განასახიერა მრავალი საინტერესო როლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში: რამაზი (კ. გოგიაშვილის "ფარავნელი ჭაბუკი"), თომა (გ. ნახუცრიშვილის და გ. გამრეკელის "ნაცარქექია"), კაპიტანი მ. შესტაკოვის "შორეული გზით"), ჟადოვი (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), პეტრუჩიო (უ. შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება") და სხვა. სოხუმის თეატრში: დურმიშხანი (ს. მთვარაძის "სურამის ციხე"), კოსტა გოჩუა (გ. გულიას "გაზაფხული საკენში"), ბარათაშვილი (მ. მრევლიშვილის "ბარათაშვილი").  

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.6

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: