Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბუტია გამრეკელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა ჭიათურის სამრეწველო ტექნიკუმი 1925 წელს; სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე. მუშაობდა მსახიობად პროლეტკულტის წითელ და სანიტარული აგიტაციის თეატრებში. 1927-1930წწ. გადაღებულია კინოფილმებში: "მთის კანონი", "ახალგაზრდობა იმარჯვებს", "მთები ლაპარაკობენ", "ტყვარჩელი". 1931-1946წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წამყვანი მსახიობი და სადადგმო ნაწილის გამგე იყო, ხოლო 1946 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა სოხუმის ქართული დრამის თეატრში მსახიობად. მან განასახიერა მრავალი საინტერესო როლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში: რამაზი (კ. გოგიაშვილის "ფარავნელი ჭაბუკი"), თომა (გ. ნახუცრიშვილის და გ. გამრეკელის "ნაცარქექია"), კაპიტანი მ. შესტაკოვის "შორეული გზით"), ჟადოვი (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), პეტრუჩიო (უ. შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება") და სხვა. სოხუმის თეატრში: დურმიშხანი (ს. მთვარაძის "სურამის ციხე"), კოსტა გოჩუა (გ. გულიას "გაზაფხული საკენში"), ბარათაშვილი (მ. მრევლიშვილის "ბარათაშვილი"). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.6 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |