The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აივენგო ჭელიძე

აივენგო ჭელიძე
Date of birth:3 January, 1941  (85 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ონი.

დაამთავრა ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა 1958 წელს.

1958-1962წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" მხატვრის ასისტენტად, მხატვარ-შემსრულებლად; 1962-1968წწ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის თეატრალურ-დეკორატიულ განყოფილებაზე. 1968 წლიდან რუსთავის თეატრის მხატვარია, ხოლო 1970 წლიდან ამავე თეატრის მთავარი მხატვარი; 1981 წლიდან პარალელურად ს. ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი მხატვარია. მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: რუსთავის თეატრში: შ. დადიანის "გუშინდელნი", "გვირგვლიანების ოჯახი", მოლიერის "ძუნწი", ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი" და "ტყვეთა ტყვე", ვ. კოროსტილიოვის "ფიროსმანი", რ. როლანის "მგლები", რ. თაბუკაშვილის "რას იტყვის ხალხი", "დაბადება", გ. ხუხაშვილის "და შენდება ქალაქი", ნ. გოგოლის "რევიზორი", რ. ერისთავის "ვოდევილები", ჰ. ბერგერის "წარღვნა" და სხვა; მარჯანიშვილის თეატრში: ი. გარუჩავას და პ. ხატიანოვსკის "შენი მიწა"; ქუთაისის თეატრში: ვ. სობკოს "შორეული ფანჯრები", ვ. დარასელის "კიკვიძე", კ. ბუაჩიძის "პლატონი"; მესხეთის თეატრში: ი. დრუცეს "წმინდათა წმინდა", მინიატურების თატრში: ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?! გორის თეატრში: ა. სოფრონოვის "ცემესის ყურე", ვ. შუკშინის "ენერგიული ადამიანები"; მოსკოვის ა. პუშკინის სახელობის თეატრში: ნ. დუმბაძის "მარადისობის კანონი"; ს. ახმეტელის სახელობის თეატრში: ვს. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია", ვაჟა-ფშაველას "მთანი მაღალნი", ი. იოსელიანის "ყრუ ღმერთები", "გამოქვაბული", ი. ვაკელის "აპრაკუნე", გ. ნახუცრიშვილის "კომბლე", "ჭინჭრაქა", გ. ბათიაშვილის "1832 წელი", მოლიერის "ძალად ექიმი", შექსპირის "რომაელები", ი. ორკენის "ტოოტების ოჯახი", ა. აბდულინის "უკანასკნელი პატრიარქი", ედუარდო დე ფილიპოს "აჩრდილები", ი. ჭავჭავაძის "ბაზალეთის ტბის ძირას", ა. ლინდგრენის "ბიჭუნა და კარლსონი", ი. სამსონაძის "შუაღამისას", თ. ბაძაღუას "ფარდის დაშვებამდე", ლ. თაბუკაშვილის "ტაძარი", ზ. სამადაშვილის "კარს იქით", ს. სალუქვაძის "სიმარტოვე". ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მხატვარი.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.5; ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პორტალი: www.mozardi.ge

Awards and Honors

  • 1980 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Share: