The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ტაბაღუა

ოთარ ტაბაღუა
დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1934
გარდაცვ. თარიღი:23 ნოემბერი, 2013  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1959 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში; 1968 წლიდან იყო ახლადშექმნილი საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიის კინოწარმოების უფროსი, ხოლო 1974-2006წწ. ამავე სტუდიის დირექტორის უცვლელი მოადგილე კინოსაწარმოო-საორგანიზაციო დარგში. როგორც ფილმის დირექტორს(პროდიუსერი) მონაწილეობა აქვს მიღებული რამოდენიმე ათეული მხატვრული, მუსიკალური და დოკუმენტური ფილმის შექმნაში. მათ შორის: "ლევანის დღიური"(1962), "შემთხვევა გზაზე"(1963), "გრიბოედოვის საჩუქარი"(1965), "გია და ზურა"(1965), "სერგო ზაქარიაძე"(1971), "მიხეილ ხერგიანი"(1972), "სიყვარული, ხანძარი და პომპიერო"(1976), "ალი-ბაბა და 40 ყაჩაღი"(1990) და სხვა.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი

გააზიარე: