შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კოროშინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დაბლაციხე, ჩოხატაურის რაიონი. გურული სიმღერების ყველა ხმას ფლობდა, მაგრამ ბანის ოსტატი იყო; პირველად რკინიგზის თვითმოქმედ ანსამბლში მღეროდა, რომელსაც ალექსანდრე მახარაძე ხელმძღვანელობდა; 1927 წლიდან დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი მომღერალი იყო; აქ ჩვიდმეტი წელი მღეროდა, ანსამბლს ყველგან ახლდა; სიამოვნებით იგონებდა იმ წუთებს, სხვებთან ერთად მაქსიმ გორკთან და რომენ როლანთან რომ იმღერა და გააცნო მათ ქართული ხელოვნება; რვა წელი(1944-1952), ავქსენტი მეგრელიძის ხელმძღვანელობით არსებული რადიოკომიტეტის ანსამბლის სოლისტი იყო; 1950-1952წწ. ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ვაჭრობის კულტურის სახლის ანსამბლს; 1925 წლიდან საქართველოს კინოსტუდიის პასუხისმგებელი სამეურნეო მუშაკი იყო; მისი ცოდნა და გამოცდილება დიდად წაადგა ფილმებს მუსიკალური გაფორმებისას, ესენია: "დარიკო", "დაკარგული სამოთხე", "კოლხიდის ჩირაღდნები", "კეთილი ადამიანები", "ჩხიკვთა ქორწილი", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "ავტობუსი", "მიხა"; მანვე გააფორმა გურული სიმღერებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სპექტაკლები: "ნინოშვილის გურია" და "ნაპერწკლიდან"; მისი ხელმძღვანელობით რადიოკომიტეტში მრავალი გურული სიმღერა იქნა ჩაწერილი; მოსკოვში ჩატარებული ქართული ხელოვნების ორივე დეკადის მონაწილე იყო, სადაც დაჯილდოვდა მედლებით; მომღერალისა და ლოტბარის ევგენი კოროშინაძის ძმა; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 127 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |