The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ დიასამიძე

ანზორ დიასამიძე
დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1951  (72 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეზღვაური

ბიოგრაფია

დამთავრა ქ. ბათუმის საზღვაო სასწავლებელი 1971 წელს; ქ. ოდესის უმაღლესი საზღვაო- საინჟინრო სასწავლებელი (ОВИМУ) 1987 წელს.

1972 წლიდან საქართველოს საზღვაო სანაოსნოს არაერთ ტანკერზე გაიარა ყველა საფეხური მატროსობიდან კაპიტნობამდე.
1987 წლიდან შორეული ნაოსნობის კაპიტანი ა. დიასამიძე მეთაურობს საქართველოს საზღვაო სანაოსნოს, მოგვიანებით კი "Anglo-Georgian Co"-სა და "ABC maritime Co"-ს გემების სხვადასხვა ეკიპაჟებს. 1998-2004წწ. არის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში. ახალგაზრდა მეზრვაურთა კადრების მაღალკვალიფიციურ დონეზე მომზადების მიზნით მისი ინიციატივითა და თაოსნობით ბათუმში დაარსდა საზღვაო პროფილის სასწავლო ცენტრი -"ანრი", სადღეისოდ ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი "ანრი", რომელსაც უცვლელად თავადვე ხელმძღვანელობს. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com; mtc-anri.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზღვაო კაპიტნების საერთშორისო ფედერაცია, წევრი (2005-)
  • საქართველოს საზღვაო კაპიტანთა ასოციაცია, პრეზიდენტი (2006-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი

გააზიარე: