The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბელა ჯაფარიძე

ბელა ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1931  (93 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1953 წელს.

მუშაობა დაიწყო ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში მსახიობად. აქ მას შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ლუბა (კ. ტრენიევის "ლიუბოვ იაროვაია"), კატია (კ. სიმონოვის "ერთი სიყვარულის ისტორია"), გალია (მინკოსი "გვარს ნუ დავასახელებთ"), დედა (გ. პატარაიას "გრიბოედოვი"), ლილი (ვ. გაბესკირიას "გაზაფხულის დილა"), თეკლა (ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"), ერემეევნა (ფონვიზინის "უმწიფარა"), ეთერი (კ. ბუაჩიძის "ფაქიზი განცდები") და სხვა; 1957-1959წწ. მუშაობდა რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც განახორციელა შემდეგი როლები: ეფროსინე (დ. კლდიაშვილის "შემოდგომის აზნაურები"), ეთერი (ვ. გაბესკირიას "გურიის მთები დაუთოვია"), ზენარა (მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები"), ირინა, სარე (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"); 1959-1987წწ. მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში. შესრულებული როლები: იზაბელა (ვ. ჰიუგოს "კაცი, რომელიც იცინის"), დედა (ე. შვარცის "წითელქუდა"), კაწაწა (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), დედა (გ. ჭიჭინაძის "ჯადოსნური ბურთი"), ვიოლა (უ. შექსპირის "მეთორმეტე ღამე"), მართა (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ვირჯინია (მ. ჯაფარიძის "ის მაინც ბრუნავს"), ნატო (ო. თუმანიანის "გიქორი"), გორდელაძე (ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს") ბაბალე (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), დარეჯან დედოფალი (ვ. იაქაშვილის "გიორგი მე-12") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.6

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: