შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ლაკერბაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მერხეული, სოხუმის რაიონი. ძუკუ ლოლუას ერთ-ერთი უნიჭიერესი მოწაფეთაგანი; თორმეტი-ცამეტი წლის ყმაწვილი მოხუც მომღერალთა წრეში მოექცა, გატაცებით უსმენდა მათ მიერ შესრულებულ ხალხურ სიმღერებს; თექვსმეტი წლის იყო, როცა პირველად დაიწყო სასკოლო გუნდის ხელმძღვანელობა; დედისგან ნასწავლი საჩონგურო სიმღერებით აკეთილშობილებდა მოწაფეთა გუნდის რეპერტუარს; დაუფლებული იყო ყველა აფხაზურ საკრავს(განსაკუთრებით კი - აფხიარცას); ნიჭიერმა ხელოვანმა ადვილად აითვისა ნოტები და მრავალი სიმღერა ამგვარად დააფიქსირა; 1919 წელს გაიცნო დიდი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი და მისი უფროსი ძმა, ცნობილი დირიჟორი ივანე ფალიაშვილი; მათი რჩევით შეუდგა აფხაზური ხალხური სიმღერების უფრო ღრმად შესწავლას; შემდეგ არაერთგზის ყოფილა ფალიაშვილებთან თბილისში; მათ ივანე ლაკერბაიას შესრულებით მრავალი აფხაზური სიმღერა ჩაიწერეს; ფალიაშვილიებთან თანამშრომლობამ ახალგაზრდა ხელოვანს ხალხის სამსახურის უფრო ფართო სარბიელი შეუქმნა; ხალხური შემოქმედების სიყვარულმა პირველად აფხაზეთში ჩამოაყალიბებინა ხალხური შემოქმედების სახლი და 1936 წლიდან ხელმძღვანელი იყო; მან სამჯერ მოაწყო კომპლექსურ-ფოლკლორული ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ანდრია ბალანჩივაძემ, გრიგოლ ჩხიკვაძემ, დიმიტრი შვედოვმა, მიხეილ ლაკერბაიამ; აფხაზურ ფოლკლორზე აგებული ორმოცდაათამდე სიმღერა შექმნა: "ანტიცა" საკუთარ ტექსტზე, "ჰიმნი პარტიას"(დიმიტრი გულიას ტექსტი), "აკვნის სიმღერა"(ბაგრატ შინკუბას ტექსტი), ასევე, "წერილი დედას", "ვუმღერ სამშობლოს" "გაზაფხული", "ჩემი სამშობლო", "ბალადა ჯარისკაცზე", "ყვავილი"; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 132 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |