Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჭიჭიკო გელეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. ბათუმის ორკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1904 წელს, სწავლა განაგრძო ჯერ ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში, მომდევნო წლებში კი, თბილისის პირველ გიმნაზიასა და კომერიცულ სასწავლებელში, რომელიც 1914 წელს დაამთავრა; 1915-1916წწ. სწავლობდა კიევის კომერციულ ინსტიტუტში, რომელიც არ დაუმთავრებია. თეატრალური მოღვაწეობა დაიწყო 1907 წელს ავჭალის აუდიტორიის მუშათა დრამატულ წრეში მოკარნახედ; 1911-1916წწ. იყო რეჟისორის თანაშემწე პლეხანოვის კლუბში; 1917-1920წწ. იმავე თანამდებობაზეა თბილისის სახალხო თეატრში; 1921-1922წწ. თბილისის წითელი არმიის თეატრში მუშაობდა და ამ თეატრის დაარსების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო; 1924-1926წწ. მუშაობდა ქუთაისის თეატრში ტექნიკურ რეჟისორად და დამდგმელ რეჟისორად; ვ. ნინიძესთან ერთად იყო ერთ-ერთი ინიციატორი თბილისის სანიტარული კულტურის თეატრის დაარსებისა, სადაც იმუშავა რეჟისორად 1927-1929 წლებში; 1930-1940წწ. კ. მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა რეჟისორად, იყო სარეჟისორო კოლეგიის მდივანი; 1940-1941წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში იყო რეჟისორის ასისტენტი; 1942-1943წწ. ისევ სანკულტურის თეატრის რეჟისორი; 1944-1948წწ. კ. მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრის რეჟისორის ასისტენტი და დასის გამგე; 1949-1950წწ. ძერჟინსკის სახელობის კლუბში სხვადასხვა წრეების ხელმძღვანელი. მან მრავალი ნაწარმოები გაასცენიურა: "სიმონა", "გოგია უიშვილი" (ე. ნინოშვილის მიხედვით), "მამლუქი" (უიარაღოს მიხედვით), "სამანიშვილის დედინაცვალი", "სოლომონ მორბელაძე" (დ. კლდიაშვილის მიხედვით). ავტორია ორიგინალური პიესებისა: "ცეცხლოვანი ყვავილი", "მშვიდობის ლელო". დაწერა ლიბრეტო ოპერებისათვის: "ბაში-აჩუკი" (კომპოზიტორი ა. კერესელიძე), "ხევისბერი გოჩა" (კომპოზიტორი შ. აზმაიფარაშვილი), "ელეონორა" (კომპოზიტორი ვ. კურდიტი), "ბეკინას ქორწინება" (კომპოზიტორი კ. მეღვინეთუხუცესი). წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.11 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |