შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აქვსენტი გიგინეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გომი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1934 წელს. მუშაობდა "ზაჰესის" მორიგე ტექნიკოსად, მორიგე ინჟინრად, "ზაჰესის" კასკადის სარემონტო საამქროს უფროსად; 1937 წელს დაინიშნა "საქენერგოს" ენერგომასალებისა და მომარაგების განყოფილების უფროს ინჟინრად; იყო დასავლეთ საქართველოს ელქსელების მთავარი ინჟინერი; 1946-1958წწ. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქქსელმშენის" ქუთაისის N1 და თბილისის N4 სამშენებლო-სამონტჟო უბნების უფროსად; 1958-1964წწ. იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროელმშენის" მმართველის მოადგილე; 1964-1980წწ. კი - ამავე ტრესტის მთავარი ინჟინერი; ხელმძღვანელობდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (უკრაინის კარპატებში, სომხეთში, აზერბაიჯანში, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, ცენტრალურ რუსეთში) მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობას; მათ შორის აღსანიშნავია 500 კვ. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი "ენგურჰესი-თბილსრესი", 500-კვ ქვესადგური "ზესტაფონი" და სხვა; დიდი წვლილი მიუძღვის ავჭალის ლითონკონსტრუქციების ქარხნის გაფართოებასა და მისი დასახლების მშენებლობაში; მონაწილეობდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამოქალაქო ობიექტის მშენებლობაში; იყო სახელმწიფო ჯილდოების კავალერი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.141; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.76-77 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |