შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო ჭილაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნახუნაო, ახლანდელი მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს. 1942 წლიდან გარდაცვალებამდე თსუ-ს ახალი ქართული ლიტერატურის კათედრაზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ძირითადი გამოკვლევები: "აკაკი წერეთლის შემოქმედების ჟანრები და თემატიკა" (1941), "გიორგი წერეთლის შემოქმედების გზა" (1964, 1967), "ლიტერატურათმცოდნეობის ცნებები" (პირველი გამოცემა სათაურით "ლიტერატურულ ტერმინთა ლექსიკონი", 1957, თანაავტორი ო. შუშანია; ბოლო, გადამუშავებული გამოცემა, 1984, თანაავტორი რ. ჭილაია). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1966). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.398 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |