შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჭილაშვილი![]()
ბიოგრაფიაგანათლება მიიღო პეტერბურგში. 1821 წელს იყო საქართველოს უზენაესი მთავრობის პროკურორი; 1826-1832 წლებში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა თბილისის სამხედრო გუბერნატორის კანცელარიაში. 1832 წლის შეთქმულების შემდეგ იგი ჟანდარმერიის მეთვალყურეობას დაუქვემდებარეს. 1838 წელს სპეციალური დავალებით გაგზავნეს ლენქორანში (აზერბაიჯანი), სადაც გარდაიცვალა. იგი ამტკიცებდა, რომ ადამიანი და მისი შემეცნებითი უნარი შექმნილია ბუნების მიერ, შემეცნებითი პროცესების შედეგებს კი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. მისი აზრით, ადამიანები არასოდეს ცხოვრობენ საზოგადოების გარეშე. ადამიანთა საზოგადოების მიზანია "ბუნებრივი მოთხოვნილებების" დაკმაყოფილება, რასაც ემყარება ადამიანთა საზოგადოების ურთიერთობა. ბუნებრივ მოთხოვნილებად მიაჩნდა რაიმე ნივთის მოთხოვნილება მისი უკმარისობისას; ამასთან, პირველ საარსებო მოთხოვნილებას - შრომას, იგი ადამიანის ცხოვრების მთავარ სტიმულად თვლიდა, რადგან მხოლოდ მისი მეშვეობით შეუძლია ადამიანს დაიკმაყოფილოს სხვა მოთხოვნელებები. საკუთრების ყველა სახე მართლზომიერია მხოლოდ მაშინ, როცა იგი დაფუძნებულია საკუთარ შრომაზე; ამით გაკიცხულია სხვისი შრომით მოპოვებული ყოველგვარი საკუთრება. იგი ავტორია მთელი რიგი შრომებისა კავკასიის ეთნოგრაფიასა და ეკონომიკაში; მან ფრანგულიდან რუსულად თარგმნა შ. ლ. მონტესკიესა და გ. ბ. დე მაბლის ზოგიერთი ნაშრომი. სამართალმცოდნე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.399 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |