The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჭილაშვილი

ოფიციალური სახელი:იაგორ ჭილაშვილი
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1790
გარდაცვ. თარიღი:5 ნოემბერი, 1838  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:სოციოლოგი

ბიოგრაფია

განათლება მიიღო პეტერბურგში.

1821 წელს იყო საქართველოს უზენაესი მთავრობის პროკურორი; 1826-1832 წლებში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა თბილისის სამხედრო გუბერნატორის კანცელარიაში. 1832 წლის შეთქმულების შემდეგ იგი ჟანდარმერიის მეთვალყურეობას დაუქვემდებარეს. 1838 წელს სპეციალური დავალებით გაგზავნეს ლენქორანში (აზერბაიჯანი), სადაც გარდაიცვალა.

იგი ამტკიცებდა, რომ ადამიანი და მისი შემეცნებითი უნარი შექმნილია ბუნების მიერ, შემეცნებითი პროცესების შედეგებს კი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. მისი აზრით, ადამიანები არასოდეს ცხოვრობენ საზოგადოების გარეშე. ადამიანთა საზოგადოების მიზანია "ბუნებრივი მოთხოვნილებების" დაკმაყოფილება, რასაც ემყარება ადამიანთა საზოგადოების ურთიერთობა. ბუნებრივ მოთხოვნილებად მიაჩნდა რაიმე ნივთის მოთხოვნილება მისი უკმარისობისას; ამასთან, პირველ საარსებო მოთხოვნილებას - შრომას, იგი ადამიანის ცხოვრების მთავარ სტიმულად თვლიდა, რადგან მხოლოდ მისი მეშვეობით შეუძლია ადამიანს დაიკმაყოფილოს სხვა მოთხოვნელებები. საკუთრების ყველა სახე მართლზომიერია მხოლოდ მაშინ, როცა იგი დაფუძნებულია საკუთარ შრომაზე; ამით გაკიცხულია სხვისი შრომით მოპოვებული ყოველგვარი საკუთრება. იგი ავტორია  მთელი რიგი შრომებისა კავკასიის ეთნოგრაფიასა და ეკონომიკაში; მან ფრანგულიდან რუსულად თარგმნა შ. ლ. მონტესკიესა და გ. ბ. დე მაბლის ზოგიერთი ნაშრომი. სამართალმცოდნე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.399

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მასონთა ლოჟა, წევრი (1815-)

გააზიარე: