The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჭირაქაძე

გიორგი ჭირაქაძე
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1894
გარდაცვ. თარიღი:27 ნოემბერი, 1977  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1920 წელს.

1922 წელს მუშაობას იწყებს ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში გეოფიზიკური სადგურის უფროსად. პარალელურად 1927 წლიდან მუშაობს კუროტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში განყოფილების გამგედ. აქ იგი აწარმოებდა საქართველოს კურორტების კლიმატური პირობების შესწავლას რეკრეაციული მიზნებისათვის; 1928-1951წწ. შეთავსებით მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში და ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიურ კომიტეტში. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, გორის და ზუგდიდის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია ბახმაროს კლიმატის დეტალური დახასიათება და მისი საკურორტო მნიშვნელობა. 1953 წლიდან მუშაობდა თბილისის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო მუშობას კლიმატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. გამოაქვეყნა 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც გაშუქებულია კლიმატოლოგიის მრავალი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხი. იგი არის საქართველოში გამოყენებითი (სატრანსპორტო, სამშენებლო და სამედიცინო) კლიმატოლოგიის ერთერთი ფუძემდებელი. კლიმატოლოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1946), დოცენტი (1949).  

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კურორტ ბახმაროს კლიმატური პირობები", დაიცვა 1936 წელს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.401; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.300-301

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - საპატიო რკინიგზელი

გააზიარე: