The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ორდენ ლეთანძე

დაბადების თარიღი:1923
გარდაცვ. თარიღი:2002  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

1937-1941წწ. ქ. სოხუმის საშუალო სკოლის გუნდის ხელმძღვანელად დაიწყო მუშაობა; შემდეგ კულტურის სახლის ხელმძღვანელობა დაეკისრა; 1945 წელს სწავლა გააგრძელა ქ. ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტში; ფიზიკა-მატემატიკის საფუძვლებს ეუფლებოდა, თან ინსტიტუტის მომღერალთა თვითმოქმედ გუნდს ხელმძღვანელობდა; ამის შემდეგ იყო მასწავლებელი და სკოლის თვითმოქმედ მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი; 1948 წლიდან იყო ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხის კოლმეურნეობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი, მომდევნო წელს ანსამბლი მეექვსე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გამოიყვანა, სადაც საპატიო სიგელი დაიმსახურა; შემდეგ დაინიშნა ინგურის ქაღალდის კომბიონატის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელად; 1951 წელს მეშვიდე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლისათვის კომბინატის გუნდს მეორე ადგილი და საპატიო სიგელი მიეკუთვნა; იმავე წელს დაიწყო მუშაობა ზუგდიდის მასწავლებლის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელად; 1954 წელს საქართველოს პროფკავშირების დათვალიერებაზე გამოსვლისათვის დააჯილდოვეს საპატიო სიგელით, სიგელი ხვდა მას სოლო ნომრების საუკეთესო შესრულებისთვისაც; მისი მოღვაწეობის გვირგვინი ჩხოროწყუს რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში გულმოდგინე მუშაობის წლებია; ანსამბლმა თავი ისახელა მერვე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე, ამავე ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო საბჭოთა საქართველოს ორმოცი წლისთავისადმი მიძღვნილ მეცხრე რესპუბლიკურ ოლიმპიადაში; აქ ჩხოროწყუელებმა თავი გამოიჩინეს როგორც რეპერტუარით, ისე შესრულების მხრივაც; ორდენ ლეთანძე ენერგიულად განაგრძობდა ჩხოროწყუში მუშაობას; გულმოდგინედ ემსახურა ბავშვთა მუსიკალური აღზრდის საქმეს; ხელმძღვანელობდა რამდენიმე სასკოლო ანსამბლს, როგორც ზუგდიდში, ისე წალენჯიხაში; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 133

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი

გააზიარე: