The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯონი გიგინეიშვილი

ჯონი გიგინეიშვილი
Date of birth:1 July, 1947  (77 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა კიევის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი 1975 წელს.

1975-1976წწ. მუშაობდა უკრაინის კვების მრეწველობის საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "უკრპიშეპრომში" ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1976-1985წწ. ავტომატიზებული მეთოდებით მართვისა და პროექტირების განყოფილების ინჟინრად და უფროს ინჟინრად, შენობა-ნაგებობათა ავტომატიზებული მეთოდებით კვლევისა და პროექტირების ჯგუფის ხელმძრვანელად; 1985-1986წწ. იყო კიევის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის თხელკედლიანი სივრცული კონსტრუქციების ს/კ ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ვ. გლუშკოვის სახელობის კიბერნეტიკის ს/კ ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი და ჯგუფის ხელმძრვანელი; 1987-1991წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვის "სამეცნიერო ცენტრში" - ზელენოგრადში; თბილისის ზონალურ ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტში "თბილზნიიეპი" - არქიტექტურული და სამშენებლო კიბერნეტიკის კომპლექსური განყოფილების გამგედ, შპს "ბურჯის" კონსტრუქტორად; 1991-1993წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის N90 კათედრაზე; მუშაობს შენობა-ნაგებობათა ავტომატიზებული მეთოდებით კვლევისა და პროექტირების შპს "პროგრესის" დირექტორი და მთავარი კონსტრუქტორია; უშუალოდ მონაწილეობდა უკრაინაში, საქართველოში, რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, კვიპროსზე და ლაოსში სამოქალაქო, სამრეწველო და კულტურული დანიშნულების შენობა-ნაგებობების დაპროექტებასა და მშენებლობაში; ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას კიევის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს მშენებელ-ინჟინერთა და ინჟინერ-კონსტრუქტორთა საკვალიფიკაციო კურსებზე; გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, დაპატენტებული აქვს 25-ზე მეტი გამოგონება (მათგან 14 ბაზალტის ბოჭკოს წარმოება-გამოყენებას ეხება), არის სამშენებლო-საპროექტო საკითხებზე გამოქვეყნებული 2 წიგნის თანაავტორი; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.141-142

Member of Organizations

  • მშენებლობის ექსპერტთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია , მრჩეველი
  • უკრაინის სამშენებლო აკადემია, ნამდვილი წევრი (2012-)

Awards and Honors

  • მედალი "კიევის 1500 წელი"

Share: