The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაალ ლოლაძე

დაბადების თარიღი:1924
გარდაცვ. თარიღი:1985  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

მუსიკალურიო განათლება ზესტაფონის მუსიკალურ ტექნიკუმში მიიღო, დაუსწრებლად თბილისის კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო კლასი გაიარა, ასევე ტრომბონის დაკვრას დაეუფლა.

ოცდაერთი წლის იყო, როდესაც ზესტაფონის სახელმწიფო თეატრის ორკესტრში ტრომბონზე დაიწყო დაკვრა; 1946-1949წწ. იგი თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის ჯაზ-ორკესტრში ტრომბონზე უკრავდა; 1949-1952წწ. იყო მახარაძის რაიონის სახელმწიფო თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე, აგრეთვე ძაფსახვევი ფაბრიკის მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი; გუნდის რეპერტუარში უხვად შეიტანა იმერული სიმღერები და გამრავალფეროვნებული რეპერტუარით მრავალი კონცერტი გამართა; ამის შემდეგ ისევ მშობლიურ ზესტაფონში დაბრუნდა და სკოლებში მასწავლებლობას მიჰყო ხელი; ჭიათურაშიც იმუშავა და N36 მაღაროს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს გაუწია ხელმძღვანელობა; შემდეგ ისევ დაბრუნდა ზესტაფონში და 1956 წლიდან რაიონის კულტსახლის საესტრადო ორკესტრს ჩაუდგა სათავეში; ათ წელზე მეტ ხანს ხელმძღვანელობდა მშობლიური რაიონის კულტურის სახლის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს.  ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.134


გააზიარე: