The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არონ გინდინი

არონ გინდინი
Date of birth:17 September, 1903
Date of death:10 February, 1981  (at 77 years)
Burial location:ვაგანკოვის სასაფლაო, ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. კრიჩევი, მიგილიოვის ოლქი, ბელორუსი.

დაამთავრა მოსკოვის კ. ა. ტიმირიაზევის სახელობის საკავშირო სასოფლო-სამეურნეო აკადემიის ჰიდროტექნიკური ფაკულტეტი 1929 წელს.

1929-1930წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო ელექტროტექნიკურ ტრესტში ინჟინრად; 1930 წელს გადაყვანილ იქნა შუა აზიაში, სადაც მუშაობდა ტაჯიკეთის ზემო ვარზობის ჰესის მშენებლობაზე მთავარ ინჟინრად, მისი დაწყებიდან საექსპლუატაციოდ ჩაბარებამდე; 1938 წლიდან მუშაობდა საქართველოში, "ხრამ-ჰეს-I" მშენებლობის მთავარ ინჟინრად. ტრესტ "ხრამჰესმშენის" სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენად" გარდაქმნის შემდეგ, 1943 წლიდან მუშაობდა ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1954 წლიდან დაინიშნა "ბრატსკჰიდროენერგომშენის" მთავარ ინჟინრად. 1968 წელს გადაიყვანეს საბჭოთა კავშირის მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტში; მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოში ჰიდროენერგომშენებლობის განვითარების საქმეში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.142; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 78-79

Awards and Honors

  • 1966 - სოციალისტური შრომის გმირი
  • რუსეთის დამსახურებული მშენებლის საპატიო წოდება
  • სსრკ სახელმწიფო პრემია
  • სტალინური პრემია
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

Share: