შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჭიჭაფორისძე![]()
ბიოგრაფიაXIII საუკუნის ქართველი ხუროთმოძღვარი, გუდარეხის (ქვემო ქართლი, ახლანდელი თეთრი წყაროს რაიონი) სამონასტრო კომპლექსის წმინდა გიორგის სახელობის მთავარი ტაძრის ამშენებელი. მოხსენიებულია სამხრეთის კარის წარწერაში (მისი სახელი სამშენებლო წარწერაში არ იკითხება, ასოები ჩამოტეხილია). ტაძარი XIII საუკუნის შუა წლებისთვის დამახასიათებელი ძეგლია. იგი ჩუქურთმებით უხვად შემკული ერთნავიანი შენობაა. აღმოსავლეთ ფასადზე ოსტატს უხვად გამოუყენებია იმ დროის გუმბათოვან ეკლესიებში გავრცელებული სქემა - დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი შუა სარკმლის თავზე, მასთან გადაბმული სარკმლის საპირე და მოჩუქურთმებულივე კვადრატები სარკმლის ქვეშ. გუმბათოვანი არქიტექტურის "გავლენას" მოწმობს სამკუთხა ნიშნების მოტივი, რომელიც ერთნავიანი ეკლესიებისათვის უცხოა - სულ ორიოდ შემთხვევაში თუ გვხვდება. ძეგლი კარგ პროფესიულ დონეზეა შესრულებული. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.402
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |