შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ ჭიჭინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭოლევი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა მოსკოვის ტრანსპორტის ინჟინერთა ელექტრომემანქანის ინსტიტუტის ელექტრული ტრანსპორტის ფაკულტეტი 1944 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ამავე ინსტიტუტში, აგრეგატულ საავიაციო ქარხანაში. 1956 წლიდან მუშაობდა ა. ბლაგონრავოვის სახელობის მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტში, 1965 წლიდან ამავე ინსტიტუტის მასალათა ფრიქციული კვლევის ლაბორატორიის გამგეა. მუშაობდა ხახუნის, ცვეთისა და შეზეთვის პრობლემებზე. მან ჩამოაყალიბა და დასაბამი მისცა ახალ სამეცნიერო მიმართულებას - "თბური დინამიკა და ფრიქციული წყვილების ხახუნისა და ცვეთის მოდელირება", მისი რედაქციით გამოვიდა ცნობარი "პოლიმერები მანქანებისა და ხელსაწყოების ხახუნის კვანძებში". მეცნიერი მანქანათმცოდნეობის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1970), პროფესორი(1972). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.402 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |