The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ ჭიჭინაძე

დაბადების თარიღი:16 სექტემბერი, 1921  (102 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ინჟინერი, მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭოლევი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის ტრანსპორტის ინჟინერთა ელექტრომემანქანის ინსტიტუტის ელექტრული ტრანსპორტის ფაკულტეტი 1944 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ამავე ინსტიტუტში, აგრეგატულ საავიაციო ქარხანაში. 1956 წლიდან მუშაობდა ა. ბლაგონრავოვის სახელობის მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტში, 1965 წლიდან ამავე ინსტიტუტის მასალათა ფრიქციული კვლევის ლაბორატორიის გამგეა. მუშაობდა ხახუნის, ცვეთისა და შეზეთვის პრობლემებზე. მან ჩამოაყალიბა და დასაბამი მისცა ახალ სამეცნიერო მიმართულებას - "თბური დინამიკა და ფრიქციული წყვილების ხახუნისა და ცვეთის მოდელირება", მისი რედაქციით გამოვიდა ცნობარი "პოლიმერები მანქანებისა და ხელსაწყოების ხახუნის კვანძებში". მეცნიერი მანქანათმცოდნეობის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1970), პროფესორი(1972).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.402

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - რსფსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • 1951 - სსრკ ჩემპიონი
  • სსრკ სპორტის ოსტატი (აკადემიური ნიჩბოსნობა)

გააზიარე: