შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიზო გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1958 წელს. 1958 წლიდან მუშაობა დაიწყო მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სისტემაში, იყო უფროსი ინჟინერი, ჯგუფის ხელმძრვანელი ინსტიტუტ "საქწყალპროექტში", მექანიზაციის სპეციალიზებული ტრესტის მმართველის მოადგილე, სამშენბლო სამმართველო "მრეწვბინმშენის" უფროსი, ლილოს რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის დირექტორი; მონაწილეობდა კოლხეთის რეგიონში დამშრობი ნაგებობების, სამრეწველო-სამოქალაქო და ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების მშენებლობაში; ხელმძრვანელობდა სამელიორაციო მშენებლობისათვის საჭირო ანაკრები რკინაბეტონის ნაკეთობათა საწარმოს, იყო არაერთი რაციონალიზატორილი წინადადებისა და გამოგონების ავტორი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.142-143
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |