The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ გიორგაძე

თენგიზ გიორგაძე
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის საკავშირო დაუსწრებელი პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს.

 1964 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა "საქმონტაჟსპეცმშენის" სპეცსამონტაჟო ტრესტ "საქსანტექმონტაჟის" N2 სამონტაჟო სამმართველოში - ზეინკლად, ოსტატად; 1975 წელს იყო N2 საბინაო სამმართველოს ეკონომისტი; 1975-1979წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქსათბურმშენში" - უბნის უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1979-1992წწ. ხელმძღვანელობდა "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" თბოიზოლაციის სამმართველოს; მონაწილეობდა კინდღის, მირიანის, ნორიოსა და გამარჯვების მეფრინველეობის ფაბრიკების, ღვინის ქარხნების, შინდისის, გორის, კარალეთის, ზუგდიდისა და სხვა სამაცივრე მეურნეობის მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.143-144


გააზიარე: