Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მურთაზ გიორგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ციხესულორი, ვანის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1968 წელს. 1969-1978წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშერნსახპროექტში" - ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, სექტორის უფროსად; 1978-1982წწ. ამავე ინსტიტუტში სამშენებლო ტექნოლოგიებისა და არასტანდარტულ ნაკეთობათა განყოფილების უფროსად; 1989-2005წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშერნსახპროექტში" მთავარ სპეციალისტად; 2005 წელს იყო დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; წლების განმავლობაში საქართველოს რეგიონებსა და მის ფარგლებს გარეთ მონაწილეობდა ადმინისტრაციული შენობების, საცხოვრებელი კვარტლების, დასასვენებელი და გამაჯანსაღებელი კომპლექსების, სამედიცინო დაწესებულებებისა და სხვა მნიშვნელოვანი სამოქალაქო ობიექტების დაპროექტებაში; მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.144 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |