შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით 1933 წელს. 1926 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახკომსაბჭოს კომენდატურაში; 1933 წელს მუშაობა დაიწყო ყაზბეგის რაიონის წყალთა მეურნეობის სამმართველოში ერთ-ერთი ჰიდროტექნიკური ობიექტის მშენებლობის უფროსად; 1938 წელს გადაიყვანეს ქუთაისის წყალთა მეურნეობის სამმართველოს უფროსად; 1956 წლიდან მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "სამგორწყალმშენის", ხოლო შემდეგ - სამშენებლო ტრესტ "წყალმშენის" მმართველად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა აჯამეთისა და ხვადაბუნის სარწყავი სისტემები, შემდეგ კი განხორციელდა მრავალი განსაკუთრებული მნიშვნელობის მსხვილი ჰიდროტექნიკური, სამელიორაციო, სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა; ააგო კაშხლები და წყალსაცავები მდინარეებზე: პატარა ლიახვი, ალგეთი, დევის წყალი, ნარეკვავი, ფარეხისხევი და არხაშენი; აშენდა თელეთისა და საგურამოში მორწყვის მექანიკური სისტემები; ტაშისკარის, მუხრანის, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემები; ზემო და ქვემო სამგორის უდიდესი და უდაბნოს უნიკალური სარწყავი სისტემები, რომელთა საექსპლუატაციოდ გაშვების შედეგად გასარწყავიანდა ათასობით ჰექტარი სასოფლო სამეურნეო სავარგულები; მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი საცხოვრებელი სახლისა და საბავშვო ბაღის, სენაკის აეროპორტის, სოხუმის ფუნიკულიორის, აჭარიდან და სვანეთიდან გადმოსახლებულთა დასახლებები ბოლნისში, მარნეულში, საგარეჯოსა და გარდაბანში; არაერთგზის იყო არჩეული საქართველოს სხვადასხვა საქალაქო და რაიონული საბჭოს დეპუტატად; მიღებული ჰქონდა 7 სახელმწიფო ჯილდო-ორდენები, მედლები და სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.145-146; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.54 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |