The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა გიორგაძე

შალვა გიორგაძე
Date of birth:16 January, 1908  (117 years)
Date of death:19??
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით 1933 წელს.

1926 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახკომსაბჭოს კომენდატურაში; 1933 წელს მუშაობა დაიწყო ყაზბეგის რაიონის წყალთა მეურნეობის სამმართველოში ერთ-ერთი ჰიდროტექნიკური ობიექტის მშენებლობის უფროსად; 1938 წელს გადაიყვანეს ქუთაისის წყალთა მეურნეობის სამმართველოს უფროსად; 1956 წლიდან მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "სამგორწყალმშენის", ხოლო შემდეგ - სამშენებლო ტრესტ "წყალმშენის" მმართველად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა აჯამეთისა და ხვადაბუნის სარწყავი სისტემები, შემდეგ კი განხორციელდა მრავალი განსაკუთრებული მნიშვნელობის მსხვილი ჰიდროტექნიკური, სამელიორაციო, სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა; ააგო კაშხლები და წყალსაცავები მდინარეებზე: პატარა ლიახვი, ალგეთი, დევის წყალი, ნარეკვავი, ფარეხისხევი და არხაშენი; აშენდა თელეთისა და საგურამოში მორწყვის მექანიკური სისტემები; ტაშისკარის, მუხრანის, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემები; ზემო და ქვემო სამგორის უდიდესი და უდაბნოს უნიკალური სარწყავი სისტემები, რომელთა საექსპლუატაციოდ გაშვების შედეგად გასარწყავიანდა ათასობით ჰექტარი სასოფლო სამეურნეო სავარგულები; მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი საცხოვრებელი სახლისა და საბავშვო ბაღის, სენაკის აეროპორტის, სოხუმის ფუნიკულიორის, აჭარიდან და სვანეთიდან გადმოსახლებულთა დასახლებები ბოლნისში, მარნეულში, საგარეჯოსა და გარდაბანში; არაერთგზის იყო არჩეული საქართველოს სხვადასხვა საქალაქო და რაიონული საბჭოს დეპუტატად; მიღებული ჰქონდა 7 სახელმწიფო ჯილდო-ორდენები, მედლები და სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.145-146; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.54

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სამშენებლო დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრეივი საქმიანობისათვის
  • 1988 - სსრ კავშირის დამსახურებული მელიორატორი
  • 1963 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • დამსახურებული მელიორატორის წოდება
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია

Share: