The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ გიორგაძე

ჯემალ გიორგაძე
დაბადების თარიღი:26 მაისი, 1938
გარდაცვ. თარიღი:1996  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1980წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" სამშენებლო სამმართველოს ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1980-1987წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად; 1988 წელს დაინიშნა რესპუბლიკური გაერთიანება "სამოქალაქომრეწვმშენის" N7 ტრესტის სამმართველოს უფროსად; უშუალოდ მონაწილეობდა მრავალი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტის მშენებლობასა და საექსპლუატაციოდ გადაცემაში, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მარნეულის პურპროდუქტების გიგანტური ელევატორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.146



გააზიარე: