The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ გიორგაძე

ჯემალ გიორგაძე
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1940  (85 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს.

1963 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-საწარმოო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" N8 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, შემდეგ - სამუშაოთა მწარმოებლად და უბნის უფროსად; 1973 წლიდან მუშაობდა სამეცნიერო-გამოთვლითი გაერთიანება "ელვაში" მმართველ-გამომთვლელი მანქანების მშენებარე ქარხნის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად; 1980 წლიდან გაერთიანება "სამთო ქიმიის" კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ხელმძრვანელობდა; 1983 წლიდან საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტის მოძრავ-მექანიზებული კოლონა N152-ის მთავარი ინჟინერი იყო; 1985 წლიდან გადავიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუმისის მებოცვრეობის გაერთიანებაში დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1987-1992წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქსპეცმშენში" მთავარი ინჟინრის მოადგილედ; მონაწილეობდა სანზონის მ/რ საცხოვრებელი სახლების და გამოთვლითი მანქანების ქარხნის (თბილისში) და საცხოვრებელი სახლების (ამბროლაურში) მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.146-147


გააზიარე: