Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ გიორგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. 1963 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-საწარმოო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" N8 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, შემდეგ - სამუშაოთა მწარმოებლად და უბნის უფროსად; 1973 წლიდან მუშაობდა სამეცნიერო-გამოთვლითი გაერთიანება "ელვაში" მმართველ-გამომთვლელი მანქანების მშენებარე ქარხნის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად; 1980 წლიდან გაერთიანება "სამთო ქიმიის" კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ხელმძრვანელობდა; 1983 წლიდან საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტის მოძრავ-მექანიზებული კოლონა N152-ის მთავარი ინჟინერი იყო; 1985 წლიდან გადავიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუმისის მებოცვრეობის გაერთიანებაში დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1987-1992წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქსპეცმშენში" მთავარი ინჟინრის მოადგილედ; მონაწილეობდა სანზონის მ/რ საცხოვრებელი სახლების და გამოთვლითი მანქანების ქარხნის (თბილისში) და საცხოვრებელი სახლების (ამბროლაურში) მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.146-147
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |