Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სანდრო გლურჯიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო ჯერ კიდევ სტუდენტმა და განვლო პროფესიული საქმიანობის სანიმუშო გზა რიგითი მშენებელი ინჟინრიდან მინისტრის პოსტამდე. 1962-1972წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში - "საქსოფლმშენსახპროექტსა" და "ორგენერგომშენში"; 1972-1974წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1974-1976წწ. ამავე ტრესტის მმართველის მოადგილე; 1976-1979წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N6 ტრესტის მმართველი; 1979-1986წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის მინისტრის მოადგილე; ხოლო ორი სამშენებლო სამინისტროს გაერთიანების შემდეგ გაერთიანებული უწყების მინისტრის მოადგილე; 1986 წელს დაინიშნა საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგის პირველ მოადგილედ; 1987 წელს აირჩიეს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მდივნად და განყოფილების გამგედ; 1988-1989წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის მინისტრად; იყო არაერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.147-148 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |