შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ გოგავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1961 წელს. 1961 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის ენერგეტიკის და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტში უფროს ინჟინრად; 1970 წელს დაინიშნა "საქმთავარენერგოს" სამშენებლო ტრესტის მმართველად; იყო "საქმთავარენერგოს" უფროსის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1991 წელს დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრად; იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი ენერგეტიკის საკითხებში; მუშაობდა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის დირექტორად; მონაწილეობდა "ენგურჰესის", "ვარციხჰესის", "ჟინვალჰესისა" და საქართველოს სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.148 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |