Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გოგელია![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ფაკულტეტი 1957 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის სამმართველოს უფროსად, ამავე სამინისტროს N15 ტრესტის რკინაბეტონის ქარხნის დირექტორად; იყო ტრესტ "სპეცმშენის" მთავარი ინჟინერი, მმართველი, გაერთიანება "თბილწყალკანალის" უფროსი და სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქგაზმშენის" მმართველი; დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში მსხვილპანელიანი ბინათმშენებლობის განვითარების საქმეში; მისი ხელმძღვანელობით აშენდა "თბილისი-რუსთავის" საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების რეგიონული, ბათუმის, ქუთაისის, ფოთის, სოხუმის გაწმენდი ნაგებობების კომპლექსები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.148-149
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |