The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როზალია ცაბაძე

როზალია ცაბაძე
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1926  (98 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა გორის მე-2 საშუალო სკოლა 1945 წელს.

1949 წლიდან გორის თეატრში მოღვაწეობდა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გაიანე (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), ელისო, თინა, თალიკო (გ. ქელბაქიანის "თქმულება დიად მეგობრობაზე", "ჩვენი პირადი საქმე", "ახალგაზრდა მასწავლებელი"), ვარინკა (გ. ნახუცრიშვილის "სიჭაბუკე ბელადისა"), სოფი (შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ციალა (ა. ჭუბაბრიას "კარგი ამხანგი"), ნატო (ა. აბშილავას "ვაზისუბნელი ძმაკაცები"), ლამარა (დ. თაქთაქიშვილის "უკანასკნელი წლები"), რაისა პავლოვნა (ა. ოსტროვსკის "ბალზამინოვის ქორწინება"), ბაბულო (ვ. კანდელაკის "სარეველა"), ზურაბი (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე") და სხვა. 

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.6; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.294

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: