The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი შანიძე

დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1911  (113 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:თანამდებობის პირი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოჯოლა, ტყიბულის რაიონი.

საშუალო ტექნიკური განათლება მიიღო ქუთაისში, აქვე დაამთავრა თეატრი-სტუდია, რომელსაც კ. მარჯანიშვილის ხელმძღვანელობდა.

1927-1929წწ. მუშაობდა ქუთაისის მუსიკალურ ტექნიკუმთან არსებულ პიონერთა ბიურო-კოლექტივის თავმჯდომარედ; ამავე წლებში პარალელურად მუშაობდა მუშა-ახალგაზრდობის თეატრში მსახიობად; 1929-1934წწ. იყო მუსიკალური ტექნიკუმის დირექტორი და პარალელურად აქვე სწავლობდა ვოკალურ განყოფილებაზე; 1934-1936წწ. - კონსერვატორიასთან არსებული მუშფაკის დირექტორის მოადგილე; 1936-1939წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე; 1936-1937წწ. საქართველოს ალკკ თბილისის საქალაქო კომიტეტის სტუდენტი-ახალგაზრდობის განყოფილების გამგე; 1937-1939წწ. ალკკ ცენტრალური კომიტეტის მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელი; 1939-1941წწ. კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კულტურისა და განათლების სექტორის გამგე; 1941-1946წწ. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში; 1946-1952წწ. მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის დირექტორი; 1952-1954წწ. ქუთაისის ოლქის მშრომელთა დეპუტატების საოლქო საბჭოს აღმასკომის ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსი; 1954-1973, 1985-1987წწ. ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის სახელმწიფო თეატრის დირექტორი; 1973-1982წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი-განმკარგულებელი, ხელძღვანელობას უწევდა დამწვარი თეატრის აღდგენით სამუშაოებს; 1982-1985წწ. საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე; 1987 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დ. ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის დირექტორი.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.13

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: