The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კაჭკაჭიშვილი

დაბადების თარიღი:24 თებერვალი, 1901
გარდაცვ. თარიღი:1967  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

ორწლიანი სამრევლო სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში, რომელიც 1916 წელს დაამთავრა.

სცენაზე პირველად 1917 წელს გამოვიდა საჩხერის დრამატული წრის წარმოდგენაში; 1921 წლიდან იყო იმავე წრის რეჟისორი; 1924-1927წწ. სწავლობდა თბილისის სახკინმრეწვთან არსებულ სტუდიაში; 1929 წლამდე მუშაობდა სახკინმრეწვში მსახიობად, სადაც ეპიზოდურ როლებს ასრულებდა; 1928-1933წწ. მუშაობდა ბუხნიკაშვილის მიერ დაარსებულ სატირის, ხოლო 1933-1960წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრებში. 60-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული ქართულ სცენაზე: ნუგზარი (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), კუჭატნელი (მ. ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი"), ბენდელიანი (შ. დადიანის, რ. ქორქიას "შემობრუნებული"), ქვაბულიძე (ა. წერეთლის "პატარა კახი"), ამბაკო (გ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ"), ჯეკი, ალიმი (შ. კუჭავას "ჩვენ გავიმარჯვებთ", "ცისფერი ხალიჩა"), ვანო სტურუა (გ. ნახუცრიშვილის "სიჭაბუკე ბელადისა"), მოლა (გ. ბააზოვის "ჭინჭარი"), იუსოვი (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), კაპულეტი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), გამბო (ო. თუმანიანის "გიქორი") და სხვა. მის კალამს ეკუთვნის ორიგინალური პიესები: "ადელინტე", "პარტიზანები", "გაიდარი", ინსცენირება: "ბაში-აჩუკი", "ჩვენი ადამიანები", "ამბავი ორი ბიჭისა" და სხვა; 1934 წელს შეადგინა მეჩონგურეთა ტრიო და სისტემატურად ეწეოდა საშეფო მუშაობას სხადასხვა ორგანიზაციებში.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.14

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: