შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე გოგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1945 წელს. 1945 წელს მუშაობა დაიწყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქკვებმრეწვმონტაჟის" სისტემაში - იყო სამუშაოთა მწარმოებელი, სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი; 1959 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ, 1962 წელს - ამავე სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის საწარმოო კომბინატის დირექტორად; 1964 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1971 წლიდან იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N2 ტრესტის მმართველი, ხოლო 1974 წლიდან - მინისტრის მოადგილე; 1985 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილედ, 1986 წელს კი - გაერთიანება "საქაგრომშენის" თავმჯდომარის მოადგილედ; 1990 წელს აირჩიეს კონცერნ "სოფლმშენის" ვიცე-პრეზიდენტად; 1991-2000წწ. მუშაობდა გაერთიანება "მშენუზრუნველყოფის" მთავარ ინჟინრად; მისი უშუალო ხელმძრვანელობით აშენდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს მაღლივი კორპუსი, მეღვინეობა-მევენახეობის ინსტიტუტის კომპლექსი, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის შენობა, კინოსტუდია "ქართული ფილმის" ახალი კომპლექსი; თბილისის კონიაკისა და ღვინის ქარხნები, საკონდიტრო და რძის კომბინატები, ჩადგა მწყობრში ელევატორები - კაჭრეთში, მარნეულში, ოჩამჩირეში, ჩაისა და ღვინის გადამამუშავებელი საწარმოები, ხორცისა და რძის უმსხვილესი კომბინატები ბათუმსა და ქუთაისში; მესაქონლეობისა და სასათბურე კომპლექსები კოდაში, გამარჯვებაში, ჯანდარაში, საგარეჯოში, კასპში, თამარისში, ზუგდიდსა და ოჩამჩირის რაიონებში; განახლდა და რესტავრირებულ იქნა თბილისის ძველი საცხოვრებელი უბნები; იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და მრავალი საბრძოლო ჯილდოს მფლობელი. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.149; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.173 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |