შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გალინა ხვიჩია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1967 წელს. 1967 წლიდან მესხეთის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ქალი, სეფე ქალი(ო. ჩხეიძის "თედორე", "ქეთევანი"), ირინე(პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), როზა(ა. ჩხაიძის "სიბრძნე სიკვდილისა"), ჯეინი(ვ. ჰიუგოს "მარიამ ტიუდორი"), კრეუსა(ლ. სანიკიძის "მედეა"), ნინო(ნ. კიკვაძის "იდუმალი"), ციალა(ლ. მალაზონიას "თეთრი ტბა"), ბაბალე(აკ. წერეთლის "ბუტიაობა"), ჟოზე(ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი", მერი(ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), მერცია(გ. კლდიაშვილის "ბუხრები"), ლუიზა(რ. ტომას "რვა მოსიყვარალე ქალი"), მანანა(კ. კობერიძის "გოგო ინსპექტორი"), მანანა(გ. ტუხაშვილის "დედა, მამა და შვილები"), მათიკო(მ. ბარათაშვილის "ფრთხილად, სასიკვდილოა"), მონავარდისა(გ. ერისთავის "ძუნწი") და სხვ. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.6; newslaboratory.wordpress.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |