შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო გოგელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ს/კ ინსტიტუტში ინჟინრად, მდინარე ალაქნის სარწყავი სისტემების მშენებლობაზე - უბნის უფროსად, მდინარე ივრის წყალსაცავისა და ჟინვალჰესის მშენებლობაზე, სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" ქუთაისის სამშენებლო სამმართველოს უფროსად; იყო "აფხაზწყალმშენის" მთავარი ინჟინერი, საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს "ორგწყალმშენის" სამმართველოს უფროსი; დიდი წვლილი მიუძღვის მშობლიურ რაჭაში მიწისძვრისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების და დაწესებულებების აღდგენა-რეკონსტრუქციის საქმეში; არაერთგზის იყო არჩეული საქალაქო და რაიონული საბჭოების დეპუტატად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.149-150 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |