The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან გოგია

ვალერიან გოგია
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:1990  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი რიყე, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო-საინჟინრო ფაკულტეტი 1944 წელს; 1953 წელს დაამთავრა მოსკოვის ქვანახშირის მრეწველობის აკადემია.

1944 წლიდან მუშაობდა "საქშახტმშენის" სამმართველოს სისტემაში; მუშაობდა "ტყვარჩელშახტმშენის" N2 შახტის სამთო უბნის უფროსად, N4 შახტის მშენებლობის უფროსად; 1947-1951წწ. ხელმძღვანელობდა ახალციხის შახტების მშენებლობას;  1953-1955წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "ტყვარჩელშახტმშენის" N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსი, ხოლო 1956-1968წწ. - "ტყვარჩელშახტმშენის" უფროსი; მისი ხელმძღვანელობით ხოჯალის მთებში საინჟინრო თვალსაზრისით ერთ-ერთი რთული და უნიკალური ქვანახშირის N8 მაღარო აშენდა; 1968 წელს იგი გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" მარნეულის სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1970 წელს დაინიშნა ტრესტ "საქშახტმშენის" მთავარი ინჟინრის მოადგილედ, ხოლო 1971 წელს - მთავარ ინჟინრად; მუშაობდა ამავე ტრესტის ტექნიკური განყოფილების უფროსად; იყო სხვადასხვა მედლის კავალერი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.150

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • აფხაზეთის დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: