Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან გოგია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი რიყე, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო-საინჟინრო ფაკულტეტი 1944 წელს; 1953 წელს დაამთავრა მოსკოვის ქვანახშირის მრეწველობის აკადემია. 1944 წლიდან მუშაობდა "საქშახტმშენის" სამმართველოს სისტემაში; მუშაობდა "ტყვარჩელშახტმშენის" N2 შახტის სამთო უბნის უფროსად, N4 შახტის მშენებლობის უფროსად; 1947-1951წწ. ხელმძღვანელობდა ახალციხის შახტების მშენებლობას; 1953-1955წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "ტყვარჩელშახტმშენის" N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსი, ხოლო 1956-1968წწ. - "ტყვარჩელშახტმშენის" უფროსი; მისი ხელმძღვანელობით ხოჯალის მთებში საინჟინრო თვალსაზრისით ერთ-ერთი რთული და უნიკალური ქვანახშირის N8 მაღარო აშენდა; 1968 წელს იგი გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" მარნეულის სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1970 წელს დაინიშნა ტრესტ "საქშახტმშენის" მთავარი ინჟინრის მოადგილედ, ხოლო 1971 წელს - მთავარ ინჟინრად; მუშაობდა ამავე ტრესტის ტექნიკური განყოფილების უფროსად; იყო სხვადასხვა მედლის კავალერი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.150 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |