შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამაზ გოგიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენელო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. პროფესიული საქმიანობის პერიოდში განვლო ყველა სამსახურებრივი საფეხური მშენებელი ოსტატიდან სამშენებლო გაერთიანებისა და ტრესტის მმართველობამდე; საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა აითვისა საცხოვრებელი სახლების მსხვილპანელიანი ნაკეთობები და აქტიური მონაწილეობა მიიღო ბინათმშენებლობაში მათი გამოყენება-დანერგვის საქმეში (გ. კვიჭიძესთან, გ. გუჯეჯიანთან და გ. ქორქაშვილთან ერთად); იყო თბილისის სახლსაშენი კომბინატის დირექტორი; მისი უშუალო მონაწილეობით აშენდა არაერთი უნიკალური ობიექტი, მათ შორის - ცენტრალური რესპუბლიკური არქივის შენობა, თბილისის სპორტის სასახლე, საქართველოს კულტურული ცენტრი "მზიური" (მოსკოვში, ძველ არბატზე), საქართველოს წარმომადგენლობის სასტუმრო; არის სტუდენტებისა და პრაქტიკოსი მშენებლების დამხმარე სახელმძრვანელოს "მსხვილი ბლოკები და პანელები" ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.150-151 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |