შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა გოგისვანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს. 1966 წელს დაიწყო საქმიანობა საპროექტო ინსტიტუტ "საქგზამშენში"; სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს სამშენებლო ორგანიზაციებში და მშენებლობის სამინისტროს N15 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს უფროსის მოადგილე, გაერთიანება "საქგაზის" უბნის უფროსი; მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტის სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად; ასევე, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; სს "მშვილდოსნის" გენერალური დირექტორი; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აიგო არაერთი სოციალურ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტი და საავტომობილო გზა თბილისსა და საქართველოს სხდვადასხვა რეგიონში; კეთილმოეწყო ვარკეთილის, ვაზისუბნის, ფონიჭალის, გლდანის, დიდი დიღმის, ნუცუბიძის საცხოვრებელი მიკრორაიონები და კვარტლები; აღდგა და აშენდა საცხოვრებელი სახლები მიწისძვრით დაზარალებულთათვის საჩხერის რაიონში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.151
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |