Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა გოგისვანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს. 1966 წელს დაიწყო საქმიანობა საპროექტო ინსტიტუტ "საქგზამშენში"; სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს სამშენებლო ორგანიზაციებში და მშენებლობის სამინისტროს N15 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს უფროსის მოადგილე, გაერთიანება "საქგაზის" უბნის უფროსი; მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტის სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად; ასევე, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; სს "მშვილდოსნის" გენერალური დირექტორი; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აიგო არაერთი სოციალურ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტი და საავტომობილო გზა თბილისსა და საქართველოს სხდვადასხვა რეგიონში; კეთილმოეწყო ვარკეთილის, ვაზისუბნის, ფონიჭალის, გლდანის, დიდი დიღმის, ნუცუბიძის საცხოვრებელი მიკრორაიონები და კვარტლები; აღდგა და აშენდა საცხოვრებელი სახლები მიწისძვრით დაზარალებულთათვის საჩხერის რაიონში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.151
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |