The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ჭუმბურიძე

ირაკლი ჭუმბურიძე
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1917
გარდაცვ. თარიღი:2002  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1940 წელს.

დიდი სამამულო ომის 1941-1945 წლებში იყო მსროლელი პოლკის მთავარი ექიმი. 1946-1961 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კარდიოლოგიის ინსტიტუტში, 1961-1963 წლებში განაგებდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს  ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის კლინიკურ განყოფილებას, 1963 წლიდან დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში. შეისწავლის გულის კუნთის ცვლილებების დინამიკას ჰიპერტონიული დაავადების, ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზის დროს და სხვა. 1971 წელს მონაწილეობდა მონღოლეთის კარდიოლოგიური ცენტრის შექმნაში. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1954), პროფესორი(1969).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.408; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.448

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის კარდიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1974-)
  • სკკპ, წევრი (1965-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შერტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, ნაყოფიერი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი (2 ორდენი)
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: