შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ ჭუმბურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1942 წელს. 1946 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე. 1974 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟა-ფშაველას კაბინეტს. პირველი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა 1944 წელს. ავტორია წიგნებისა: "ნარკვევები ქართული ლიტერატურისა და კრიტიკის ისტორიიდან"(1958), "ქართული კრიტიკის ისტორია" (1966, მე-2 გამოც.1974), "მწერლები და კრიტიკოსები" (1974), მისი მონაწილეობით (რედაქცია, შესავალი წერილები და კომენტარები) გამოვიდა "გრიგოლ ორბელიანის თხზულებათა სრული კრებული" (1959), "ვაჟა-ფშაველა ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ" (1967), 1942 წელს «ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონი"» (1972), "ვაჟა-ფშაველას ხუთი პოემა" (1975) და სხვა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1963), პროფესორი(1964). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.408 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |